გორის სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ, მამის მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის სანდრო ინაური, წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა. რადგან საქმე ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არსებობს ბრალდებულის მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისფულება მოითხოვა, რაზეც მოსამართლისაგან უარი მიიღო.

თავად ბრალდებულმა სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. წინა სასამართლო სხდომა 20 ნომბერს ჩაინიშნა.

მსგავსი თემები