იმერეთის სკოლაში, სადაც მოსწავლეზე მუქარა განხორციელდა, სწავლა შეჩერებულია

იმერეთის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეზე მუქარისა და შანტაჟის ფაქტი დაფიქსირდა, სასწავლო პროცესი შეჩერებულია. დირექტორი და მასწავლებლები საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარებას ელოდებიან.

,,დაწყებულია გამოძიება, როგორც ვიცით, დაადგენს ყველაფერს გამოძიება. ამ ეტაპზე ჩვენ ვერაფერს ვერ გეტყვით… ვასწავლიდი და ვიცნობდი. ხალისიანი, კარგი ბავშვია და გამიკვირდა, ნამდვილად, რომ ვნახე”, – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.

შეგახსენებთ, რომ იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

მსგავსი თემები