საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

30 სექტემბერს, ქსელში გადართვების გამო, საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ,,თელაასი” ავრცელებს.

00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, დავით ბატონიშვილის, სტრაბონის, ლამბერტის, გეხტმანის, მეფე არჩილის, მარკო პოლოს, ვეფხისტყაოსნის, დანიბეგაშვილის, კლაპროთის, ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, დავარის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მსგავსი თემები