ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირას იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს

ბულგარეთი უკრაინული მზესუმზირას იმპორტს დეკემბრამდე აკრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, მთავრობასა და ფერმერთა საინიციატივო კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უკრაინიდან მზესუმზირის იმპორტის აკრძალვას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებს.

ამის შემდეგ ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის თესლისთვის უნდა ამოქმედდეს ლიცენზირების რეჟიმი, რომელიც უკრაინამ შესთავაზა ევროკომისიასა და მეზობელ ქვეყნებს შიდა ბაზრების დასაცავად.

მსგავსი თემები