ბრიტანეთი ყარაბაღის მოსახლეობას და დევნილებს მილიონი ფუნტით დაეხმარება

გაერთიანებული სამეფო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონი ფუნტ (1,22 მილიონი აშშ დოლარს) გამოყოფს. ძირითადად საუბარია ჰუმანიტარული დახმარებაზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს და დევნლებს მოხმარდება.

თანხები გამოიყოფა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მეშვეობით. როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დევნილი მოსახლეობა საკმაოდ რთულ პირობებში აღმოჩნდა.

„აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, სეპარატისტული რეგიონის მთიანი ყარაბაღის კონტროლის დამყარების მიზნით, სომეხი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა  თავი მეზობელ სომხეთის რესპუბლიკას შეაფარა, სადაც მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს აწყდებიან“ – აღნიშნულია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლეო დოჩერტის განცხადებით, დახმარება, პირველ რიგში, გამიზნულია ყველაზე დაუცველი პირებისთვის, რომლებიც განიცდიან მნიშვნელოვან სირთულეებს.

დიდი ბრიტანეთი  ბაქოსა და ერევანს  დიპლომატიური მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

სომხეთი აზერბაიჯანს ამნისტიის შესახებ პირობის შესრულებას სთხოვს

მსგავსი თემები