ჯოზეფ ბორელმა ოდესაში რუსების მიერ დაბომბილი ფერისცვალების ტაძარი მოინახულა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი დაუგეგმავი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. მან უკრაინის ისტორიულ და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქს მუდმივი რუსული თავდასხმების გამო სოლიდარობა გამოუცხადა.

,,ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის უნდა იყოს ახალ ამბებში მისი ცოცხალი კულტურის და სულისკვეთების, მრავალეთნიკური საზოგადოების, მისი სილამაზისა და ისტორიის გამო, მაგრამ ის პუტინის ომის ხშირი სამიზნეა, რომელიც ანადგურებს პორტის ინფრასტრუქტურას და უძველეს ეკლესიებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინის განადგურებას“, – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, ტაძარი 23 ივლისის რუსული დაბომბვების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მსგავსი თემები