ხულო-დიდაჭარის გზაზე კლდე ჩამოიშალა

ხულო-დიდაჭარის გზაზე კლდე ჩამოიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, გზის მშენებლობისას კლდეს ძირი გამოუთხარეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ მონაკვეთზე ასფალტი ახალდაგებულია და სამუშაოები დასრულებული. მათი თქმით, მსგავსი პრობლემები სხვა მონაკვეთებზეცაა და საფრთხე ექმნებათ როგორც მგზავრებს, ასევე ადგილობრივებს.

ადგილი, სადაც კლდის და მიწის მასა ჩამოიშალა, ახლოსაა ,,შუახევჰესის” გვირაბთან.

მსგავსი თემები