თურქული კომპანია დრონების წარმოებისთვის, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

თურქული კომპანია Baykar, რომელიც Bayraktar TB-2 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ხელმძღვანელი ჰალუკ ბაირაქტარი ავრცელებს.

ბიზნესმენის თქმით, თურქული დრონების წარმოების ქარხანა კიევში წელიწადნახევარში აშენდება და იქ 300 ადამიანი დასაქმდება.

ცნობისთვის, უკრაინაში ბაირაქტარების წარმოების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე გაფორმდა. 2022 წლის თებერვლის დასაწყისში მას ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თურქეთის ხელისუფლებამ კი Baykar-ს უკრაინაში დრონების წარმოების ლიცენზია 2023 წლის ივნისში მისცა.

მსგავსი თემები