ნორვეგიაში, სამუშაოდ წასული ქართველები თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ

ნორვეგიაში, სამუშაოდ წასული ქართველები თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ასეთი რამდენიმე ათეული ადამიანია. 2007 წელს თაღლითობისთვის გასამართლებულმა, წლების შემდეგ გასამდიდრებლად ისევ თაღლითური სქემა შექმნა.

პირი, რომელიც ხალხს დასაქმებას ჰპირდებოდა ეცნობოდა, როგორც თამარ სალუქვაძე-ინგოროყვა, სინამდვილეში მაია სალუქვაძეა. სიმართლე, მას შემდეგ გაირკვა, რაც სამუშაოდ წასული ადამიანები მიხვდნენ, რომ მოატყუეს და დამსაქმებელზე დაიწყეს ინფორმაციის მოძიება. ირკვევა, რომ მაია სალუქვაძეს 2007 წელს თაღლითობის მუხლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას უპატრონო ბავშვთა სახლისთვის შეგროვებული შემოწირულობის გაფლანგვა დაუდასტურდა და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

დაზარალებულები ყვებიან, რომ ნორვეგიაში დასაქმებისთვის ქართველები პოლონეთში არამარტო საქართველოდან, არამედ გერმანიიდანაც ჩავიდნენ. მათ დატოვეს სამსახურები და შედარებით მაღალანაზღაურებად სამუშაოს დასთანხმდნენ. მაია სალუქვაძემ ყველა მათგანი ვარშავას ერთ-ერთ სასტუმროში შეკრიბა, საიდანაც ავტობუსით უნდა წაეყვანათ ნორვეგიაში, თუმცა წასვლამდე 1 დღით ადრე დაურეკა ჯგუფს და უთხრა, რომ ნორვეგიის მაგივრად, სამუშაოდ ფინეთში წაიყვანდა.

მოტყუებული ქართველები ითხოვენ, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ.

მსგავსი თემები