რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 278 130 სამხედრო დაკარგა

​უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 30 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 470 სამხედრო, 12 ჯავშანტექნიკა და 4 ტანკი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 278 130;
ტანკი – 4 691;
ჯავშანტექნიკა – 8 984;
საარტილერიო სისტემა – 6 447;
სარაკეტო სისტემა – 796;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 537;
თვითმფრინავები – 315;
ვერტმფრენი – 316;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 006;
საკრუიზო რაკეტები – 1 529;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 8 854;
გემი/ნავი/კატარღა – 20
წყალქვეშა ნავი – 1
​სპეციალური აღჭურვილობა – 932.

მსგავსი თემები