უკრაინის რეგიონებში განგაში გამოცხადდა

რუსი ოკუპანტები უკრაინას სამხრეთით შაჰიდის კამიკაძე დრონებით უტევენ. სამ რეგიონში – მიკოლაივში, ოდესასა და ხერსონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება ჩაუდას სასწავლო პოლიგონის ტერიტორიიდან (ყირიმი) განხორციელდა.

უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობა დაფიქსირდა იზმაილის რაიონის მიმართულებითაც. მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი თემები