ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „პორშეს“ მარკის ავტომობილი საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში ორი პირი იჯდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მსგავსი თემები