აშშ მოუწოდებს სერბეთს, კოსოვოსთან საზღვრიდან თავისი ჯარები გაიყვანოს

აშშ მოუწოდებს სერბეთს, კოსოვოსთან საზღვრიდან თავისი ჯარები გაიყვანოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, გასულ კვირას კოსოვოს ჩრდილოეთში მომხდარი შეტაკებების შემდეგ სერბეთმა საზღვარზე თანამდროვე ტანკები და არტილერია განათავსა.

გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს, რომელიც კოსოვოში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ესკალაციად იქცა, კოსოვოელი პოლიციელი და სამი შეიარაღებული სერბი ემსხვერპლა.

„ვაკვირდებით მსხვილ სერბულ სამხედრო კონტინგენტს კოსოვოს საზღვრის გასწვრივ. ის მოიცავს არტილერიას, ტანკებს, მოტოქვეით ქვედანაყოფებს. მოვუწოდებთ სერბეთს, გაიყვანოს ეს ძალების საზღვრიდან“, – განაცხადა კირბიმ.

მსგავსი თემები