,,უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად 37 თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო დაზარალდა” – შმიგალი

უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად 37 თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო დაზარალდა.​ ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.

,,უცხოელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის გაძლიერება და უცხოური კომპანიების მოზიდვა უკრაინაში იარაღის წარმოებისთვის ქვეყნის მოკლევადიანი და სტრატეგიული მიზანია. რუსეთის რეჟიმი უკრაინის დემილიტარიზაციაზე ოცნებობდა, თუმცა უკრაინა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებას ყოველთვიურად ზრდის,” – განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმა კიევში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის ფორუმზე ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპაში სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის ახალი ცენტრი გახდება.

მსგავსი თემები