,,აშშ და უკრაინა შეიმუშავებენ იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას” – ერმაკი

,,აშშ და უკრაინა შეიმუშავებენ იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას”. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

„არსებობს ძალიან ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაც ძალიან, ძალიან მალე დაიწყება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენთან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც შეიმუშავებენ კონკრეტულ გეგმას საკუთარი იარაღის წარმოებისთვის.

უკრაინაში იქნება ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა, უკრაინაში იარაღის წარმოების ერთობლივი გეგმების შემუშავების მიზნით”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები