,,ხვალ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის” – ზელენსკი

ხვალ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

,,ამ კვირამ ძალიან გააძლიერა ჩვენი სახელმწიფო და ხალხი. ხვალაც მნიშვნელოვანი სიახლე იქნება უკრაინისთვის: ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მთელი ჩვენი სახელმწიფოსთვის.

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ უახლოეს კვირებში უკრაინას შევმატოთ ძალა – შიდა ძალა და საჭირო თანამშრომლობა მსოფლიოსთან. რათა სამყარომ გაიგოს და მხარი დაგვიჭიროს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება!

დიდება ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისა და მისი ხალხისთვის! დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები