პუტინმა საშემოდგომო გაწვევას ხელი მოაწერა – ჯარში 130 000 მოქალაქეს წაიყვანენ

რუსეთში პირველი ოქტომბრიდან ჯარში საშემოდგომო გაწვევა იწყება, რომელიც დეკემბრამდე გაგრძელდება. სამხედრო სამსახურში 130 000 ადამიანს გაიწვევენ. შესაბამის ბრძანებას ხელი პუტინმა მოაწერა.

„2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, განხორციელდეს 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეთა გაწვევა სამხედრო სამსახურში, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან ფედერალურ კანონს „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, 130 ათასი ადამიანის ოდენობით“, – ნათქვამია განკარგულებაში.

ცნობისთვის, რუსეთში სამხედრო გაწვევა ტრადიციულად წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხდება.

მსგავსი თემები