,,33 დაკარგულიდან დილის მდგომარეობით, 24 ადამიანის ცხედარი არის ამოსვენებული”- რაჭის გუბერნატორი

რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველაძის განცხადებით, 33 დაკარგულიდან დილის მდგომარეობით, 24 ადამიანის ცხედარი არის ამოსვენებული. მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია 20 გარდაცვლილის ცხედარი.

,,33 დაკარგულიდან დილის მდგომარეობით, 24 ადამიანის ცხედარი არის ამოსვენებული, იდენტიფიცირებულია 20 ცხედარი. სამუშაოები მიმდინარეობს სამძებრო. გაფართოვდა ძებნის არეალი მდინარე რიონის კალაპოტზე, ამბროლაურამდეა ჩასული სამძებრო პერიმეტრი. მიმდინარეობს მიმდებარე სოფელ გლოლის წყალმომარაგების სისტემის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება,“ – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

მსგავსი თემები