,,დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში”- ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. მისი თქმით, კონტრშეტევის დროს უკრაინელი სამხედროები, ზოგჯერ, ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5 რუსულ ნაღმს აწყდებიან.

,,დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. ასობით კილომეტრი დანაღმული ველი, მილიონობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთ ნაღმამდე. რუსების მიერ დანაღმული ველები სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ არა გადაულახავი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მესაზღვრეები და თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკიდურესად არასაკმარისია ფრონტისთვის, რომელიც ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები