ჰაერის რეკორდული ტემპერატურა – 50,4 გრადუსი – ნახეთ სად დაფიქსირდა რეკორდული ტემპერატურა

მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა – 50,4 გრადუსი დაფიქსირდა. მედიის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც 50°C-ზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

რეკორდულმა სიცხემ განსაკუთრებით დააზარალა ქალაქები ლაიუნე, სმარა და აგადირი.

მაროკოს მეტეოროლოგების ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

მედიის ცნობით, ეს საგანგაშო რეკორდული ტემპერატურა ხაზს უსვამს მაროკოში კლიმატის ცვლილების შედეგებს, რაც ამძაფრებს ექსტრემალურ ამინდის პირობებს მთელს მსოფლიოში.

მსგავსი თემები