საჰაერო განგაში უკრაინაში – ოდესაში აფეთქებების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

14 აგვისტოს, ღამით, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, განგაშის ზარი ისმოდა კიევის, სუმის, ხარკივის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში.

მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, აფეთქებების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, ქალაქში რაკეტის ფრაგმენტი ჩამოვარდა, რის გამოც, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა.

 

მსგავსი თემები