,,ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული”- რას აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი

შოვში განვითარებულ სტიქიას 23 წლის სოფო ბაკურაძე ემხსხვერპლა. მისი ცხედარი იდენტიფიცირებულია. როგორც ოჯახის ახლობელი აცხადებს, გარდაცვლილი შოვში მუშაობდა.

„სოფო ბაკურაძე მუშაობდა შოვში.. იყო მარტოხელა დედა, ყოველ ზაფხულს დადიოდა შოვში – მუშაობდა დამლაგებლად.3 აგვისტოს, დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არავის აღარ გვინახავს. ვეძებდით ცხედარს. ამოცნობაზე ვიყავით წასულები – ველოდებოდით დნმ-ის პასუხს.  ლუსი ახლობლებთანაა, ისევ სჯერა, რომ დედა კანფეტზეა წასული”,- ამბობს ოჯახის ახლობელი.

მსგავსი თემები