,,ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის  წარმატებული მოსწავლე”- ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი

ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი  მოსწავლის ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

,,უდიდეს ტკივილს განვიცდით. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლე მარიამ ბოყოველი.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, გამწარებულ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს, ვუსამძიმრებთ მარიამის პედაგოგებს, განსაკუთრებით ქალბატონებს ლავალეტა წოწერიას და ციცინო თოდუას, რომლებიც ბავშვობიდან ზრუნავდნენ ამ ნიჭიერი და იმედისმომცემი გოგოს მუსიკალურ აღზრდაზე, მის წინსვლასა და წარმატებებზე.

უფალმა მიიბაროს მარიამის ლამაზი სული, შეიწყალოს და დაამკვიდროს მარადიულ სასუფეველში!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

15 წლის გოგონა ორი დღის წინ მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

 

მსგავსი თემები