,,მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ… მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ”- გარდაცვლილის ოჯახის წევრი

შოვში, სტიქიის დროს დაკარგულ 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ამ დრომდე ეძებენ. მცირეწლოვანის დედის, მანანა ჯაჭვაძის და ბებიის,  მარინე ხორბალაძის ცხედრები მაშველებმა იპოვეს.

„შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ჩვენი ოჯახის წევრს, მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ…( მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ) მანანა დასვენებულია რუსთავში, მის: ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9, პანაშვიდი ხვალ ორშაბათს 14 აგვისტოს, გადასვენება სამშაბათს 15 აგვისტოს 12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, დაკრძალვა 2 საათზე.. ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის. უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს…“ – წერს გიორგი ხორბალაძე სოციალურ ქსელში.

 

 

მსგავსი თემები