,,ნინო გაგვიფრინდა მამიდა…მაგრამ შენ და სალომეს გელოდებით”- გვანცა ბუბაშვილს და სალომე ხეთაგურს კვლავ ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. 

ამ დრომდე ეძებენ სალომე ხეთაგურს და გვანცა ბუბაშვილი, მათი მეგობარი – ნინო კენჭაძე მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

„ეს ჩემი გვანცას მანქანაა… მისი მეგობრებით… ხო, მამიდა, აუცილებლად შევხვდებით…ნინო გაგვიფრინდა მამიდა…მაგრამ შენ და სალომეს გელოდებით …შენ ხარ დღეს ჩემი გულის ცემა მამიდა და გთხოვ, არ შეჩერდე…
რაჭაში შეხვედრამდე მამიდა…

გთხოვ, დავასრულოთ ცრემლებში დამხრჩვალი დღეები…

ამდენი ტკივილი დანარჩენმა დაკარგულებმა, თქვენი სიცოცხლის სიხარულით დაგვიამეთ…

ძალიან ტკივილიანი დღეებია, მამიდა, და იმედის მზის სხივი გვჭირდება მთელ საქართველოს…

მე მჯერა მთელი არსებით, რომ რაჭაში შევხვდებით და გულში ჩაგიკრავ ჯანმრთელს და უვნებელს!

მიყვარხარ და უზომოდ მენატრები ჩემო გვანცუკალა“, – წერს გვანცა ბუბაშვილის მამიდა ნინო ტაბატაძე სოციალურ ქსელში.

 

 

მსგავსი თემები