,,ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე”- ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე. მისივე თქმით,  კელი დეგნანი განცხადება გაუგებარი იყო.

,,ეს გაუგებარი განცხადება იყო, რბილად რომ ვთქვათ. ასე არავინ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა, ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგნელები, რომ არც ერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არის სხვა აზრზე… და ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 ნაციონალის აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია. იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა, საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ არასწორია”, – განაცხადა კობახიძემ.

არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი – დეგნანი

მსგავსი თემები