„ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ან სადმე დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის”- თეთრი სახლი

თეთრ სახლში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, „უგუნურსა და უპასუხისმგებლოს“ უწოდებენ.

„ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ან სადმე დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის და მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა.

ამასთან, თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს მჭიდრო მონიტორინგს რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით,  ვერ ხედავენ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

უკრაინის კონტრშეტევა თუ წარმატებული იქნებოდა, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოიყენება მოუწევდა – მედვედევი

მსგავსი თემები