კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა

31 ივლისს დილით დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 80 ადამიანს გადააჭარბა.

დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, 19 ადამიანი საავადმყოფოში რჩება.

„კრივოი როგი გლოვაშია. მარადიული ხსოვნა რუსეთის რაკეტების უდანაშაულო მსხვერპლს“, – წერს სერგეი ლისაკი.

31 ივლისს დილით რუსებმა კრივოი როგს ორი ბალისტიკური რაკეტით  შეუტიეს: ერთი საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, მეორე საგანმანათლებლო დაწესებულებას.

მსგავსი თემები