რუსეთმა ხარკოვს დრონებით შეუტია

1 აგვისტოს ღამით რუსეთმა ხარკოვს კამიკაძე დრონებით შეუტია. დარტყმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა, დრონმა ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის 2 სართული გაანადგურა.

,,ოკუპანტებმა ხარკოვს კამიკაძე დრონებით დაარტყეს. შეჯახების ადგილზე ხანძარი გაჩნდა, მუშაობს სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური”,- იუწყება ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განმარტებით, დრონმა ხარკოვის ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული გაანადგურა.

„მინიმუმ სამი რეისი ჩამოვიდა. ყველა მათგანი ქალაქის შუაგულშია, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ერთ-ერთმა თვითმფრინავმა ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული გაანადგურა. იქ ხანძარია, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფები არიან. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ზუსტდება“, – განაცხადა ტერეხოვმა.

მსგავსი თემები