კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს – პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი

უკრაინამ მართლაც დიდი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან. ვფიქრობ, ღირებული იქნებოდა მისთვის დაეწყო იმ როლის შეფასება, რომელიც პოლონეთმა შეასრულა უკრაინისთვის ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში – ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ოფისის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდიჩმა განაცხადა.

,,უკრაინამ უნდა დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი აკეთებს მისთვის ამ კონტექსტში” – განაცხადა მარკინ პრჟიდაჩმა კითხვის საპასუხოდ, გაცივდა თუ არა ურთიერთობა პოლონეთსა და უკრაინას შორის.

,,დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონელი ფერმერის ინტერესების დაცვაა. მოსავლის აღების პერიოდში ვართ. პოლონური მარცვლეული უნდა მოიკრიფოს, შეინახოს და გავრცელდეს შესაბამის, ღირსეულ ფასად,”- დასძინა პშიდიჩმა.

15 სექტემბერს უკრაინიდან ოთხი სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვა სრულდება. თუმცა, პოლონეთი და სხვა ქვეყნები – ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი – ითხოვენ ამ აკრძალვის გაგრძელებას. პოლონეთის მთავრობა ირწმუნება, რომ აკრძალვა თუ არ გაგრძელდება, საზღვრებს თავად დახურავს.

აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისშიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ კიევი კატეგორიულად უარყოფს ცალკეული პოლონელი პოლიტიკოსების მცდელობას, „თავს მოახვიონ პოლონეთის საზოგადოებას უსაფუძვლო შეხედულება, რომ უკრაინა პოლონეთის დახმარებას არ აფასებს“.

მსგავსი თემები