„პუტინი 10 წელსაც ვერ იცოცხლებს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “კიდევ 10 წელიწადსაც” ვერ იცოცხლებს.

ზელენსკის კითხვა დაუსვეს, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სირიის ომის მსგავსია და შესაძლოა თუ არა, უკრაინა სირიას დაემსგავსოს.

„არა, ეს შეუძლებელია, რადგან პუტინი ამდენ წელს ვერ იცოცხლებს. ის სირიაში არ იბრძოდა ისეთი ტემპით, როგორითაც ჩვენ გვებრძვის. სირიაში ომი განსხვავებულია. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ 10 წელსაც ვერ იცოცხლებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები