,,მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა”- ზურაბ აზარაშვილი

,,მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა. ეს არის ჩემი პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრი Astoria Grande-ს ბათუმში შემოსვლას და მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა. საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეტი...

ჩეხეთში ვლადიმირ ევტუშენკოვის საბანკო ანგარიშები გაყინეს

ფინანსური ანალიზის ოფისმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ქონების მქონე ყველაზე მნიშვნელოვანი რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო. სახელმწიფომ დაბლოკა ვლადიმერ ევტუშენკოს კომპანიების ანგარიშები, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ვლადიმირ პუტინთან. ევტუშენკოს ასი მილიონი კრონის ღირებულების აქტივები ჩამოერთვა. ჩეხეთის რადიოს ინფორმაციით, რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკო ფარულად აკონტროლებს ელექტრო კომპონენტების მწარმოებელ კომპანიას და ფლობს სასტუმროებს ჩეხეთში. როგორც მედია წერს, ევტუშენკოვი კარლოვი ვარში ფეშენებელური ვილების კომპლექსს ფლობს. მათივე ცნობით, რუსეთში მისი კომპანიები აწარმოებენ და აწვდიან შეიარაღების სისტემებს შეიარაღებული ძალებისთვის. ოლიგარქი იევტუშენკო ჩეხეთის სანქციების სიაში ივნისის ბოლოს შევიდა. მისი ქონება კარლოვი ვარში ნახევარ მილიარდ კრონად არის შეფასებული.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 246 190 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 246 190 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 246 190; ​ტანკი – 4 211; ჯავშანტექნიკა – 8 188; საარტილერიო სისტემა – 4 816; სარაკეტო სისტემა – 699; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 460; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 311; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 017; საკრუიზო რაკეტები – 1 347; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7292; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 715.

მეტი...

უკრაინის კონტრშეტევა თუ წარმატებული იქნებოდა, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოიყენება მოუწევდა – მედვედევი

ნატო-ს დახმარებით უკრაინის კონტრშეტევა თუ წარმატებული იქნებოდა, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევდა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, სხვა გამოსავალი არ ექნებოდათ. „უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ნატო-სთან ტანდემში უკრაინის კონტრშეტევამ წარმატებას მიაღწია და დასრულდა ჩვენი მიწის ნაწილის წართმევით, მაშინ ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად მოგვიწევდა ბირთვული იარაღის გამოყენება, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვექნებოდა“, – წერს მედვედევი.

მეტი...

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორებში.

მეტი...

ბათუმში საპროტესტო აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს

“ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ვიდეოსაც ავრცელებს. ,,დააკავეს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, დროშა, პირადი ნივთები, არ აძლევენ ზარის განხორიციელების შესაძლებლობას!”, – წერს ირაკლი კუპრაძე. შეგახსენებთ, ბათუმში  აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია ცხრა ადამიანი. საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეტი...

,,რუსეთი მტერია და არა სტუმარი!”- პარლამენტთან აქცია გაიმართება

“რუსეთი მტერია და არა სტუმარი!”- ახალგაზრდული მოძრაობა “ჯიუტები” 19:00 საათზე, პარლამენტთან აქციას აანონსებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სოლიდარობას უცხადებენ სამშობლოს ღირსების მცველებს. ,,დღეს, დილის 7 საათზე ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი. ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად. ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს. სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს! საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული გემზე“- ბათუმის პოლიციის უფროსი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის განცხადებით, საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ზე სამართალდამცველები კანონის წესების სრული დაცვით იყვნენ ასულები. მისივე თქმით,  მსგავსი სახის პროცედურას გადის, ყველა გემი, რომელიც შემოდის ნავსადგურში. „ნებისმიერი საკრუიზო გემი, რომელიც შემოდის ბათუმის ნავსადგურში, არის სტანდარტული პროცედურა , პოლიცია ადის, ამოწმებს და იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე“, – განაცხადა ირაკლი დგებუაძემ. შეგახსნებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ქართველი პოლიციელები, საკრუიზო ლაინერზე იმყოფებოდნენ.  

მეტი...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ ორმხრივი ურთიერთობები. მხარეები მიიჩნევენ, რომ 1992 წლის 9 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. პოლიტიკური განზომილება 1.1. მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს. 1.2. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებული საერთაშორისო მდგომარეობისა და ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი კავშირების მნიშვნელობამ საგრძნობლად იმატა. მხარეები ერთმანეთს მიიჩნევენ…

მეტი...

სასამართლომ „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი და ამავე საწარმოს ყოფილი ბუღალტერი დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორი პირი დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილმა დირექტორმა და ამავე საწარმოს ბუღალტერმა, სხვადასხვა დროს, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ამბულატორიული მომსახურების პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხები, სარგებელის მიღების მიზნით უკანონოდ გადარიცხეს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც საწარმოს ყოფილმა დირექტორმა – 97  933 ლარი, ხოლო ყოფილმა ბუღალტერმა -22 035 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის…

მეტი...

რუსეთის მოქალაქეებმა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande დატოვეს

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande რუსეთის მოქალაქეებმა დატოვეს. ლაინერის მგზავრებმა სავარაუდოდ, უკვე გაიარეს საპასპორტო კონტროლი. რუსეთის მოქალაქეები ბათუმის ნავსადგურიდან მიკროავტობუსით გაჰყავთ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ცხრა მოქალაქე დააკავეს.

მეტი...

რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, პოლიციის შენობას დრონით შეუტიეს

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ ბოგომაზის ინფორმაციით, ტრუბჩევკის რაიონს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. მისი თქმით,  დრონით დარტყმა შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს შენობაზე განხორციელდა. მისივე ცნობით, დაინგრა შენობის სახურავი და ფანჯრები დაიმტვრა. მისივე ცნობით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

აქცია ბათუმის ნავსადგურთან – დაკავებულია ცხრა მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ცხრა მოქალაქე დააკავეს. მოქალაქები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეტი...

,,ჯერ ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის კანდიდატის სტატუსსაც კი არ გვანიჭებენ”- ”ხალხის ძალა”

 „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრამ ჩვენი ეროვნული სიამაყის განცდა კიდევ ერთხელ გააღვიძა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩინეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს თანასწორი მიღება გაუმართა. „შეიძლება ვინმემ ისიც თქვას, რომ როდესაც ერთი სახელმწიფოს ლიდერი მეორე სახელმწიფოს ლიდერს თანასწორ მიღებას უწყობს, ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. შეიძლება ეს მართალიცაა, თუმცა, ჩვენ უკვე მრავალი წელია მიგვაჩვიეს, რომ დიდ ქვეყანას ჩვენს პატარა ქვეყანასთან მხოლოდ ბატონყმური ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს. უკვე მრავალი წელია, საქართველოს ზემოდან უყურებენ; საქართველოს განიხილავენ არა როგორც ღირსეულ პარტნიორს, არამედ როგორც ტერიტორიას, რომელიც აუცილებლად აგენტურის ხელით უნდა…

მეტი...

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ,  შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. შემდგომი რეისების შესახებ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი აღარ იძებნება. მანამდე გავრელებული ინფორმაციით, ლაინერი ბათუმის ნავსადგურში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა დღეს ქალაქების ჩამონათვალიდან ბათუმი ამოიღეს. ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. ლაინერი საქართველოში, დღეს, 31 ივლისს კიდევ ერთხელ შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში ამჯერადაც პროტესტით დახვდნენ. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ

მეტი...

რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა

31 ივლისს, ღამით, რუსეთის ძალები თავს დაესხნენ ხარკოვის რეგიონს. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამზე გაავრცელა. ,,ქალაქ ხარკოვისა და რეგიონის მცხოვრებთა საყურადღებოდ, დარჩით თავშესაფრებში”, – დაწერა სინეგუბოვმა 00:06 საათზე. ხარკოვის გარნიზონის უფროსმა, სერგეი მელნიკმა აღნიშნა, რომ რუსებმა ხარკოვის რეგიონსა და ხარკოვს დაარტყეს, მანამდე S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემიდან. ,,ინფორმაცია შესაძლო ზარალისა და მსხვერპლის შესახებ დგინდება. ამ დროისთვის ხარკოვის თავზე ჰაერში ასეთი რაკეტები არ არის, მაგრამ საფრთხე რჩება. არ დატოვოთ თავშესაფარი, სანამ საჰაერო იერიში არ დასრულდება!”,- აღნიშნა მელნიკმა.

მეტი...

რუსთავში, ქალს სიცოცხლის მოსპობით კაცი tik-tok-ზე დაემუქრა

რუსთაველ გოგოს სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია info rustavi ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელ ტიკტოკში 40 წლამდე ასაკის კაცი 35 წლამდე ასაკის ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ქალმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა”- ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერს

ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე გაზრდა მოიტანს ცვლილებებსა და კონკრეტულ შედეგებს საქართველოსა და ჩინეთში. ,,ბატონო პრემიერო, დიდი პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის დღეს  თქვენთან შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა რომ დიდად ვაფასებთ ჩინეთთან ურთიერთობას და მეგობრობას. ერთი კონკრეტული გზავნილით ჩამოვედი – გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი კავშირები, ურთიერთობა და მეგობრობა. ბატონო პრემიერო, მე მქონდა პატივი და  შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ სი…

მეტი...

რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ

რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ათამდე ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მოქალაქეები ადგილზე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ. საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა.

მეტი...