,,რუსეთი მტერია და არა სტუმარი!”- პარლამენტთან აქცია გაიმართება

“რუსეთი მტერია და არა სტუმარი!”- ახალგაზრდული მოძრაობა “ჯიუტები” 19:00 საათზე, პარლამენტთან აქციას აანონსებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სოლიდარობას უცხადებენ სამშობლოს ღირსების მცველებს.

,,დღეს, დილის 7 საათზე ბათუმში ისევ შემოვიდა რუსული გემი. ქართულმა პოლიციამ, რუსული მთავრობის დავალებით, ყველაფერი გააკეთა ოკუპანტებისთვის კომფორტის შესანარჩუნებლად. ბათუმში, რუსული მთავრობის დავალებით, 10-მდე მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე დააკავეს. სოლიდარობა სამშობლოს ღირსების მცველებს! თანადგომა ბათუმს! საღამოს შვიდ საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან საკუთარი და სამშობლოს ღირსების დასაცავად,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები