რუსეთმა ომში დაახლოებით 246 190 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

​უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 246 190 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 246 190; ​ტანკი – 4 211; ჯავშანტექნიკა – 8 188; საარტილერიო სისტემა – 4 816; სარაკეტო სისტემა – 699; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 460; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 311; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4 017; საკრუიზო რაკეტები – 1 347; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7292; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 715.

მსგავსი თემები