რუსთავში, ქალს სიცოცხლის მოსპობით კაცი tik-tok-ზე დაემუქრა

რუსთაველ გოგოს სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია info rustavi ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელ ტიკტოკში 40 წლამდე ასაკის კაცი 35 წლამდე ასაკის ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ქალმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები