,,პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული გემზე“- ბათუმის პოლიციის უფროსი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის განცხადებით, საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ზე სამართალდამცველები კანონის წესების სრული დაცვით იყვნენ ასულები. მისივე თქმით,  მსგავსი სახის პროცედურას გადის, ყველა გემი, რომელიც შემოდის ნავსადგურში.

„ნებისმიერი საკრუიზო გემი, რომელიც შემოდის ბათუმის ნავსადგურში, არის სტანდარტული პროცედურა , პოლიცია ადის, ამოწმებს და იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე“, – განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.

შეგახსნებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ქართველი პოლიციელები, საკრუიზო ლაინერზე იმყოფებოდნენ.

 

მსგავსი თემები