რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ

რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ათამდე ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მოქალაქეები ადგილზე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა.

მსგავსი თემები