რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა

31 ივლისს, ღამით, რუსეთის ძალები თავს დაესხნენ ხარკოვის რეგიონს. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამზე გაავრცელა.

,,ქალაქ ხარკოვისა და რეგიონის მცხოვრებთა საყურადღებოდ, დარჩით თავშესაფრებში”, – დაწერა სინეგუბოვმა 00:06 საათზე.

ხარკოვის გარნიზონის უფროსმა, სერგეი მელნიკმა აღნიშნა, რომ რუსებმა ხარკოვის რეგიონსა და ხარკოვს დაარტყეს, მანამდე S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემიდან.

,,ინფორმაცია შესაძლო ზარალისა და მსხვერპლის შესახებ დგინდება. ამ დროისთვის ხარკოვის თავზე ჰაერში ასეთი რაკეტები არ არის, მაგრამ საფრთხე რჩება. არ დატოვოთ თავშესაფარი, სანამ საჰაერო იერიში არ დასრულდება!”,- აღნიშნა მელნიკმა.

მსგავსი თემები