“საქართველო არის ჩვენი და იქნება ძლიერი და თავისუფალი” – კობა კობალაძე საოკუპაციო ხაზიდან

  •  

„ეს ქვეყანა არის ჩვენი და იქნება ძლიერი და თავისუფალი, მთავარია,  მოვიცალოთ მისთვის და დავასრულოთ ერთმანეთთან  დაპირისპირება“, – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან და დეპუტატებთან ერთად სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. 

კობა კობალაძის თქმით, საჭიროა ქვეყანაზე ზრუნვა და არა ერთმანეთთან დაპირისპირება. 

„ჩვენ შევხვდით მოსახლეობას, ვნახეთ, რა მძიმე პერიოდში უწევს ამ ღირსეულ და გმირ მოქალაქეებს ცხოვრება და ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება. მინდა, მადლიერება გამოვხატო დეპუტატების მიმართ, რომელთაც პოზიცია დააფიქსირეს, მოქალაქეების პრობლემებს გაეცნენ და  ბევრი საკითხი ჩაინიშნეს. საკმაოდ საინტერესო იქნება განვითარების დინამიკა. ეს ქვეყანა არის ჩვენი და იქნება ძლიერი და თავისუფალი, მთავარია, მოვიცალოთ მისთვის და დავასრულოთ ერთმანეთთან დაპირისპირება“, – აღნიშნა კობა კობალაძემ.

მსგავსი თემები