რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, პოლიციის შენობას დრონით შეუტიეს

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ ბოგომაზის ინფორმაციით, ტრუბჩევკის რაიონს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.

მისი თქმით,  დრონით დარტყმა შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს შენობაზე განხორციელდა. მისივე ცნობით, დაინგრა შენობის სახურავი და ფანჯრები დაიმტვრა.

მისივე ცნობით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები