უკრაინის კონტრშეტევა თუ წარმატებული იქნებოდა, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოიყენება მოუწევდა – მედვედევი

ნატო-ს დახმარებით უკრაინის კონტრშეტევა თუ წარმატებული იქნებოდა, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევდა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, სხვა გამოსავალი არ ექნებოდათ.

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ნატო-სთან ტანდემში უკრაინის კონტრშეტევამ წარმატებას მიაღწია და დასრულდა ჩვენი მიწის ნაწილის წართმევით, მაშინ ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად მოგვიწევდა ბირთვული იარაღის გამოყენება, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვექნებოდა“, – წერს მედვედევი.

მსგავსი თემები