რუსეთის მოქალაქეებმა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande დატოვეს

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande რუსეთის მოქალაქეებმა დატოვეს. ლაინერის მგზავრებმა სავარაუდოდ, უკვე გაიარეს საპასპორტო კონტროლი.

რუსეთის მოქალაქეები ბათუმის ნავსადგურიდან მიკროავტობუსით გაჰყავთ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა.

რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ცხრა მოქალაქე დააკავეს.

მსგავსი თემები