აქცია ბათუმის ნავსადგურთან – დაკავებულია ცხრა მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ცხრა მოქალაქე დააკავეს.

მოქალაქები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები