ბათუმში საპროტესტო აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს

“ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ბათუმში საპროტესტო აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ვიდეოსაც ავრცელებს.

,,დააკავეს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, დროშა, პირადი ნივთები, არ აძლევენ ზარის განხორიციელების შესაძლებლობას!”, – წერს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, ბათუმში  აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია ცხრა ადამიანი.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები