საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ,  შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. შემდგომი რეისების შესახებ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბათუმი აღარ იძებნება.

მანამდე გავრელებული ინფორმაციით, ლაინერი ბათუმის ნავსადგურში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა დღეს ქალაქების ჩამონათვალიდან ბათუმი ამოიღეს.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. ლაინერი საქართველოში, დღეს, 31 ივლისს კიდევ ერთხელ შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში ამჯერადაც პროტესტით დახვდნენ.

რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ

მსგავსი თემები