,,დასავლეთმა უგულებელყო ჩემი გაფრთხილებები პუტინის შესახებ“- მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა გამოაცხადა თითქმის ორი ათეული წლის წინ, მაგრამ გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ დასავლეთმა უგულებელყო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა  The Times-ისთვის მიწერილ წერილში განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი არ მალავდა მიწის მიტაცების გეგმებს, როცა ისინი მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ კრემლში 2004 წელს.

,,ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტ-ნაკლებად ამიხსნა ჩვენს პირველ შეხვედრაზე”,- აღნიშნავს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით,  ის ბერლინში გაემგზავრა 2004 წელს კრემლის შეხვედრის შემდეგ პუტინთან დაკავშირებით თავისი შეშფოთების გამოსახატავად, მაგრამ მაშინდელი გერმანიის კანცლერი გერჰარდ შროდერი ურყევი იყო.

„გასაკვირველია, რომ მან მაშინვე დამსაჯა პუტინთან“, – წერს სააკაშვილი.

გამოცემა წერს, რომ სააკაშვილი 2008 წლის ომის და 2013 წელს მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, აგრძელებდა პუტინის შესახებ გაფრხილებებს.

,,როდესაც დასავლეთი გავაფრთხილე პუტინის შესახებ, მე უგულებელყოფილი ვიყავი, როგორც არასტაბილური, გამწარებული გიჟი” – წერს სააკაშვილი.

მსგავსი თემები