,,ვერ დავუშვებთ, რომ ომი კიდევ 500 დღე გაგრძელდეს”- ჯეიმს კლევერლი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში ომის გაჭიანურებას. კლევერლიმ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გახსნას შავი ზღვა გემებისთვის.

,,ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღე გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ აჩვენა წინსვლის გზა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა”, – განაცხადა კლევერლიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებას სურს და რუსეთმა ეს არჩევანი დღესვე უნდა გააკეთოს უკრაინიდან მთელი ჯარის გაყვანით.

მსგავსი თემები