რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია

18 ივლისს ღამით, რუსეთმა კიდევ ერთხელ შეუტია უკრაინას „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად აფეთქებები გაისმა მიკოლაივში, მოგვიანებით კი – ოდესაში.

სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ოდესაში თავდასხმის შედეგად დაშავდა ხანდაზმული მამაკაცი. მას რაკეტების ნამსხვრევები სახლში მოხვდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ განადგურებული ექვსი კალიბრის საკრუიზო რაკეტის ფრაგმენტებმა დააზიანა პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტები და რამდენიმე სახლი.

მსგავსი თემები