თურქეთში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად ჩრდილი დააკავეს

თურქეთში პოლიციამ ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად ჩრდილი დააკავა.

თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების მიერ ინტერპოლის მიერ ძებნილი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრი მანამდე თურქეთში ორჯერ იყო დაკავებული და დეპორტირებული.

სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფმა დაადგინა ეჭვმიტანილის საცხოვრებელი კუჩუქჩეკმეჯში. ეჭვმიტანილი სპეცოპერაციის დროს დააკავეს მისამართზე, შემდეგ კი სასამართლოში გადაიყვანეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის წევრებს რუსეთსა და აზერბაიჯანში და ორგანიზაციის სახელით განხორციელებულ მოქმედებებს.

ჩიხლაძეს მოსკოვში ჩადენილი მკვლელობისა და სხვა დანაშაულისთვის ინტერპოლით იძებნებოდა.

მსგავსი თემები