თვითმფრინავი ანგარს შეეჯახა – არის მსხვერპლი

პოლონეთის ქალაქ ვარშავის მახლობლად მდებარე აეროდრომზე ანგარს პატარა თვითმფრინავი შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევის შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დაშავდა.  ხალხი ანგარს ძლიერი ქარიშხლის გამო აფარებდა თავს.

შემთხვევა ვარშავის მახლობლად, სოფელ ჰრცინოში მოხდა. სახანძრო ბრიგადის სპიკერმა მონიკა ნოვაკოვსკა-ბრინდამ განაცხადა, რომ ამინდი იყო კატასტროფის “სავარაუდო მიზეზი”.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში სამი პილოტი იმყოფებოდა, ერთი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მსგავსი თემები